ევროპარლამენტში გაიმართება კენჭისყრა უნგრეთის შესახებ, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის ამოქმედება და ევროკავშირის საბჭოში უნგრეთისათვის ხმის უფლების შეჩერება. კენჭისყრის მიზეზია პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის მოხსენება, რომელშიც ბუდაპეშტს ადანაშაულებენ უმცირესობათა უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმების დარღვევაში, ისევე როგორც მიგრაციის საკითხში ევროპის პოლიტიკის გატარების უარყოფაში. 11 სექტემბრის სხდომაზე, უნგრეთის ხელისუფლება გააკრიტიკეს ევროპარლამენტის რამდენიმე სხვა კომიტეტის წარმომადგენლებმაც და ევროკომისიის პირველმა მოადგილემ, ფრანს ტიმერმანსმა. ხოლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მკაცრი საყვედურებით მიმართა ევროპარლამენტს: ორბანის თქმით, მისი ქვეყნის „ღირსებას ლახავს“ კრიტიკა, რომელსაც შეიცავს პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის მოხსენება. სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ორბანმა თქვა, რომ ევროპა ბრალდებას უყენებს თავისივე საზღვრების დამცველებს. 12 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდნტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მკაცრ ზომებს მიმართავს ევროკავშირის იმ წევრებთან მიმართებით, რომლებიც არღვევენ კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამ განცხადების ფონს ქმნის ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპების მიმართ პოლონეთისა და უნგრეთის დამოკიდებულების კრიტიკა.
ევროპარლამენტში გაიმართება კენჭისყრა, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს უნგრეთის მიმართ სანქციების დაწესება

ყველაზე პოპულარული
1