კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ტყუილს უწოდებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედურ ანგარიშში შესულ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მისი თქმით, ამ ანგარიშში ბევრი არაკვალიფიციური დასკვნაა.
კახა ბექაურმა მოითხოვა შუალედური დასკვნიდან კომისიის საქმიანობსთან დაკავშირებული ყველა არაზუსტი ინფორმაციის ამოღება, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, დაინტერესდნენ, თუ როგორ ხარჯავენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მათგან მიღებულ ფინანსებს.
„თუ არასამთავრობოები ანგარიშებში ასეთ სისულელეებს ჩაწერენ, როგორც შუალედურ, ისე საბოლოო ანგარიშებს ფასი დაეკარგება“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.