Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურტ ვოლკერი: დონბასში არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს


კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

დონბასში, სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს. ამის შესახებ კიევში, ფორუმზე „იალტის ევროპული სტრატეგია“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა.

ვოლკერის თქმით, ამჟამად დონბასში შეუძლებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სამხედრო მოქმედებების ზონაში მცხოვრები ხალხი თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ და ვერ მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში, მიაჩნია ვოლკერს.

11 ნოემბერს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები გეგმავენ თვითგამოცხადებული „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ლიდერებისა და თავ-თავიანთი „პარლამენტების“ არჩევნების ჩატარებას. დონბასში ვითარების დარეგულირების საკითხებში უკრაინის წარმომადგენელმა ირინა გერაშჩენკომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსკოვი შეგნებულად ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავებას. რუსეთი უარყოფს კონფლიქტში თავის მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG