Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი და პუტინი სოჭში გამართავენ მორიგ შეხვედრას სირიაზე


რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, რომლებსაც ბოლო ხანს განსხვავებული პოზიციები აქვთ სირიაში მიმდინარე კონფლიქტზე, 17 სექტემბერს „ძალიან სერიოზულ“ შეხვედრას გამართავენ სირიელი მეამბოხეების ბოლო ციტადელის, იდლიბის გარშემო შექმნილი ვითარების თაობაზე. რუსეთის შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში შეხვედრა იმართება 10 დღის თავზე, მას შემდეგ, რაც ირანში ერთამანეთს შეხვდნენ სამი ქვეყნის - ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები. ირანის სამიტზე ვერ მოხდა კომპრომისი იდლიბში ფართომასშტაბიანი იერიშების გაგრძელების თაობაზე, რომელსაც მხარს უჭერენ ირანი და რუსეთი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ საავიაციო ირიშები იდლიბში „დიდ სისხლისღვრას“ გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG