Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანი არჩევნები" კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას ზეწოლაში ადანაშაულებს


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას მიაჩნია, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) 2018 წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედურ ანგარიში და მოგვიანებით მათ მიერ დამატებით გავრცელებული განცხადება კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნაწილში არაკვალიფიციურია, არასწორადაა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, გაკეთებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები და, შესაბამისად, კომისიის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

კომუნკაციების ეროვნული კომისია „სამართლიან არჩვენებს“ მედიის ნაწილში გაკეთებული დასკვნების გამო ედავება, და არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს „სამართლიანი არჩევნები“ 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვანში პრობლემურად აფასებდა კომისიის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის დაჯარიმების შესახებ. მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გადაცემის გამო. ანგარიშში საუბარი იყო ასევე კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაზე, რომლითაც ტელეკომპანიებს დაევალათ გადაამოწმონ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

„სამართლიანი არჩვენები“ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაკეთებულ მადისკრედიტირებელ განცხადებებს აფასებს, როგორც ზეწოლას და ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას. რაც ორგანზიაციის განცხადებით სრულიად დაუშვებელია და დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG