Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელი დააზარალა


სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მელაანში, არაშენდასა და ჩალაუბანში დააზიანა ვენახების, ერთწლიანი ნარგავების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. გასულ საღამოს მოსული სეტყვით გამოწვეული ზარალის აღწერას სპეციალური კომისია დღეს დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მევენახეები დაზიანებული ყურძნის იაფად ჩაბარებას ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა 18 სექტემბერს, საღამოს ექვსი საათისთვის ფეისბუქზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახდენს სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავებას სარაკეტო მეთოდით.”

XS
SM
MD
LG