Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საჰაერო ძალების მეთაური მოსკოვში ჩადის რუსეთის მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ


ისრაელის საჰაერო ძალების მეთაური მოსკოვში ჩადის 20 სექტემბერს, რათა მასპინძლებთან ერთად განიხილონ რუსეთის სამხედრო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების გარემოება. ილ-20-ის ტიპის თვითმფრინავი სირიის სანაპიროსთან ჩამოაგდეს, რასაც რუსეთის15 სამხედროს დაღუპვა მოჰყვა. რუსეთმა აღიარა, რომ მისი მოკავშირე სირიის ანტისაზენიტო ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი, მაგრამ ასევე დაადანაშაულა ისრაელი, რომელმაც იმავე დროს განახორციელა საჰაერო იერიში სირიის ძალების წინააღმდეგ. ისრაელი აცხადებს, რომ სირიის ძალები განურჩევლად ისროდნენ და ვერ დაადგინეს, რომ თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვნოდა 17 სექტემბრის ინციდენტის დროს. რუსეთი ამ ომში ირანთან ერთად მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს. გადამწყვეტია რუსეთის საჰაერო მხარდაჭერა მეამბოხეებთან ბრძოლაში და ასადის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ისრაელის არმიის თანახმად, გენერალ-მაიორი, ამიკამ ნორკინი მოსკოვში წარადგენს მასალებს და ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებს. ისრაელი ასევე გააცნობს კრემლს თავდაცვის სამინისტროს გამოძიების შედეგებს და ინფორმაციას მიაწვდის ირანის მცდელობის შესახებ სირიას ტრატეგიული იარაღი მიაწოდოს შიიტურ მოძრაობა ჰიზბოლას და „ჩამოაყალიბოს ირანის სამხედრო ყოფნა სირიაში“.

XS
SM
MD
LG