Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფამ 2018 წლის საუკეთესოები დაასახელა


ლუკა მოდრიჩი ლონდონში ჩატარებულ საზეიმო ცერემონიალზე.
ლუკა მოდრიჩი ლონდონში ჩატარებულ საზეიმო ცერემონიალზე.

მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გახდა. მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ფიფამ 24 სექტემბერს დააჯილდოვა, ლონდონში ჩატარებულ საზეიმო ცერემონიალზე.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ტრადიციულ ღონისძიებაზე მოდრიჩის კონკურენტები იყვნენ კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი, რომელიც წლის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა.

წლის მწვრთნელის პრიზი საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელ დიდიე დეშამს გადაეცა. საუკეთესო მეკარე ბელგიელი ტიბო კურტუა გახდა. ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა მარტამ მიიღო.

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფამ ტრადიციულად, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების, ასევე სპორტული გამოცემების გამოკითხვის შედეგად გამოავლინა. საქართველოდან თავისი არჩევანი დააფიქსირეს ვლადიმირ ვაისმა, ჯაბა კანკავამ და გაზეთ „სარბიელის“ დამფუძნებელმა ზურაბ ფოცხვერიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG