Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში დაკავებული ყოფილი პოლიციელი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს


თელავის სასამართლო
თელავის სასამართლო

თელავში, სოფელ ვარდისუბანში, საქონლის ბაზართან ახლოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაკავებული ყოფილი პოლიციელი დავით ლეგაშვილი საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც 2 000 ლარის ოდენობით გირაოს გადაიხდის.

კონფლიქტის შედეგად დაკავებული ლეგაშვილის საქმეზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. მოსამართლე ზვიად შავაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

თანხის სრულად გადახდამდე დავით ლეგაშვილი პატიმრობაში დარჩება.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვარდისუბანსა და ყარაჯალაში მცხოვრები ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ათამდე ადამიანი ერთმანეთს გაუსწორდა. მხარეები ამბობდნენ, რომ ჩხუბის დროს იარაღიც ისროლეს, რომელიც ლეგაშვილს ეკუთვნოდა. მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი. ამ ინციდენტის დროს დააკავეს ყოფილი პოლიციელი დავით ლეგაშვილი, რომელსაც სამშენებლო აგურის წარმოება აქვს. დაპირისპირება სწორედ აგურის საწარმოს ტერიტორიაზე ყარაჯალაში მცხოვრები რამდენიმე პირის საქონლის შესვლამ გამოიწვია. ვარდისუბნის მოსახლეობის ნაწილი დაკავებული პოლიციელის გათავისუფლებას ითხოვდა. მათ აქციაც გამართეს.

XS
SM
MD
LG