Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ირანის ხელისუფლება „ქაოსს და სიკვდილს თესავს“


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანის ხელისუფლება თესავს „ქაოსს, სიკვდილსა და ნგრევას“. ამის თაობაზე აშშ-ის ლიდერმა განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რომელზეც ტრამპი საუბრობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ ინტერსებსა და გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი და უკანონო იმიგრაცია. მანამდე ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ არ აპირებს შეხვედრას ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან. "ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომ მოახდინონ ირანის რეჟიმის იზოლაცია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან.

XS
SM
MD
LG