Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა, 23 წლის გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე შარშან მოპოვებულ ოქროს მედალს ამჯერად მსოფლიოს ოქრო მიამატა. 2018 წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა: რუმინელი დანიელ ნატეა, უკრაინელი იაკივ ხამო, ჰოლანდიელი როი მეიერი და მონღოლი დუურენბაიარ ულზიიბაიარი, საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და იპონით მოუგო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე სულ სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) - მესამე.

27 სექტემბერს ბაქოში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მამაკაცთა და ქალთა შერეული გუნდები ჩაებმებიან კონკურენციაში. საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანში მხოლოდ მამაკაცების ნაკრებითაა ჩასული და გუნდური ჩემპიონატი ქართველების გარეშე ჩაივლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG