Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა კიდევ ერთხელ სცადეს


ზაზა სარალიძე და პოლიციის წარმომადგენელი
ზაზა სარალიძე და პოლიციის წარმომადგენელი

პოლიციამ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის საშუალება კიდევ ერთხელ არ მისცა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინცინდენტიც მოხდა, თუმცა ამ დროისათვის სიმშვიდეა. პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან.

ზაზა სარალიძე კარვის გაშლას პარლამენტის შენობასთან 26 სექტემბერს, 15 საათისთვის აპირებდა, თუმცა სამართალდამცავებმა მას ხელი შეუშალეს. პოლიციელებმა ზაზა სარალიძის ავტომანქანიდან, რომელიც პარლამენტის შენობისკენ მოძრაობდა, კარავი, პლედები და ბალიშები წაიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG