Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერემი ჰანტის თქმით, მას სკრიპალების საქმეზე "ხისტი საუბარი" ჰქონდა სერგეი ლავროვთან


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. მოლაპარაკებები შედგა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს. ბრიტანელმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ლავროვთან შეხვედრა „საკმაოდ ხისტი“ იყო. ჰანტმა საუბარს უწოდა „აზრთა ღია გაცვლა-გამოცვლა“. მისი თქმით, „ვითარება, როცა რუსეთი დაზვერვის ოფიცრებს აძლევს ბრძანებას, რომ იარაღი გამოიყენონ დიდი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე - მიუღებელია“. დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ რუსეთი დაკავშირებულია გრუ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას, მოწამვლასთან. ისინი 4 მარტს გულწასულები იპოვეს. გამოძიების ვერსიის თანახმად, სკრიპალები მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით, რომლის შექმნაზე საბჭოთა კავშირში მუშაობდნენ. ლონდონი აცხადებს, რომ თავდასხმა კრემლმა მოაწყო, და პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დააკისრა.

XS
SM
MD
LG