Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ პარლამენტში განსახილველად უნდა შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი


საქართველოს მთავრობას 1 ოქტომბერს ეწურება ვადა პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად. რეგლამენტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში იწყება და გამოთქმული შენიშვნებითა და დასკვნებით, არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა მთავრობას უკან უბრუნდება. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მთავრობა პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს. ამის შემდეგ განხილვის პროცესი პლენარული სხდომების ფორმატში გაგრძელდება. პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა დეკემბრის მესამე პარასკევამდე აქვს.

XS
SM
MD
LG