Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეფბიაი დაუკავშირდა სექსუალურ შევიწროებაში ბრეტ კავანოს კიდევ ერთ ბრალმდებელს


ბრეტ კავანო
ბრეტ კავანო

გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფბიაი) აგენტები, რომლებიც იძიებენ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბრეტ კავანოს მიმართ ბრალდებებს სექსუალური შევიწროების თაობაზე, დაუკავშირდნენ 53 წლის დებორა რამირესს, რომელმაც კავანოს ქრისტინ ბლეიზი ფორდის შემდეგ დასდო ბრალი. ამის შესახებ რამირესის ადვოკატი იტყობინება. მან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დათანხმდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

რამირესი თქმით, კავანო შეუფერებლად იქცეოდა დაახლოებით 35 წლის წინათ, იელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი გამართულ წვეულებაზე. თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს შეიძლება საბაბი გახდეს კავანოს კანდიდატურის დისკვალიფიკაციისთვის.

ეფბიაის აგენტები ასევე იძიებენ ბრალდებეს, რომლებიც ადრე წაუყენა კავანოს პროფესორმა ფორდმა. ამავე დროს, როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება, თეთრმა სახლმა ეფბიაის ურჩია, არ ჩაატაროს ჯგუფურ გაუპატიურებებში კავანოს მონაწილეობის გამოძიება, რის თაობაზეც კიდევ ერთმა ქალმა წარმოადგინა საჩივარი.

XS
SM
MD
LG