Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის რეიტინგი დაეცა მსოფლიოში, ტრამპზე უფრო პოპულარული არიან რუსეთის და ჩინეთის ლიდერები


მთელ მსოფლიოში დაეცა აშშ-ის რეიტინგი მას მერე, რაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავს დაესხა მოკავშირეებს და აქებდა მტრებს. „პიუ-ს“ კვლევის ცენტრის გამოკითხვით, ქვეყნების უმეტესობაში არა მხოლოდ გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს, არამედ რუსეთის და ჩინეთის ლიდერებს უფრო ენდობიან, ვიდრე ტრამპს. 25 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 26112 გამოკითხულთა 27 პროცენტი უცხადებს ნდობას ტრამპს,რომ სწორად იმოქმედებს საერთაშორისო საქმეებში. პუტინს ამავე პუნქტში 30 პროცენტი ენდობა, ხოლო ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს - 34 პროცენტი. გამოკითხულთა 52 პროცენტი თვლის, რომ მსოფლიო ლიდერი, რომელიც ნდობას იმსახურებს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია, რომლის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება ტრამპისას. მერკელს ოდნავ ჩამორჩება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი. 2017 წლის იანვარში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ, ტრამპმა დატოვა საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორიცაა პარიზის კლიმატის ცვლილების შესახებ დოკუმენტი და ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება. ამავე დროს, ტრამპი შეეცადა ურთიერთობის გაუმჯობესებას ავტორიტარულ ლიდერებთან, ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტ კიმ ჩენ ინთან. ამის ფონზე ტრამპი კრიტიკას გამოთქვამდა მეზობელი კანადის და მექსიკის, ასევე გერმანიის და ნატოელი მოკავშირეების მისამართით. გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის მიმართ ნდობა შესუსტდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით კერძოდ, ევროპის სახელმწიფოებში. გამოკითხვა მოეწყო წელს მაისსა და აგვისტოში. თითოეულ ქვეყანაში გამოკითხულთა რაოდენობა 900-ს აღწევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG