Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს ევგენი მაკაროვი, რომელსაც იაროსლავლის №1 კოლონიაში აწამებდნენ


ევგენი მაკაროვი
ევგენი მაკაროვი

გაათავისუფლეს ევგენი მაკაროვი, რომელსაც იაროსლავლის №1 კოლონიაში აწამებდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იტყობინება. მაკაროვი ექვსი წლითა და 10 თვით იხდიდა პატიმრობას ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისა და ძარცვის ბრალდებით. მიმდინარე წლის ივლისში „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა მისი წამების ამსახველი ვიდეო. მას ხელკეტებით ურტყამდნენ ქუსლებზე და თავზე წყალზე ასხამდნენ.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებული არიან სასჯელაღსრულების სამსახურის 12 თანამშრომელი. მაკაროვის წამების ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებმა შეიტყვეს პატიმრების მიმართ ძალადობის კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე.

მაკაროვის წამებაში დამნაშავეების დასჯას გაერო ითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG