Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ზურაბიშვილი მენეჯმენტთან უთანხმოების გამო საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებს


საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი, გიორგი ზურაბიშვილი თანამდებობას ტოვებს და ფეისბუკზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

"სამწლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწვყეტილება დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპ მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემ თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG