Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკის დარგში 2018 წლის ნობელის პრემია მიიღო სამმა მეცნიერმა, რომლებიც ლაზერს იკვლევენ


ფიზიკის დარგში 2018 წლის ნობელის პრემია მიიღო სამმა მეცნიერმა, რომლებიც ლაზერს იკვლევენ. ჯილდო მიენიჭათ ამერიკელ არტურ აშკინს, ფრანგ ჟერარ მურუს და კანადელ დონა სტრიკლანდს.

96 წლის აშკინმა პრემიის ნახევარი მიიღო ოპტიკური პინცეტის გამოგონებისთვის. ეს ინსტრუმენტი ლაზერული სხვივით მიკროსკოპული ნაწილაკების მანიპულაციის საშუალებას იძლევა და ის 1976 წელს იქნა გამოგონებული.

74 წლი მურუ და 59 წლის სტრიკლანდი პრემიის მეორე ნახევარს გაიყოფენ ულტრამოკლე და მაღალინტენსიური ლაზერული იმპულსების შექმნისადმი მიძღვნილი ნაშრომებისთვის.

სტრიკლანდი მესამე ქალია, რომელმაც ფიზიკის დარგში მიიღო ნობელის პრემია. 1903 წელს ჯილდო მოიპოვა მარი სკლოდოვსკა-კიურიმ რადიაციის კვლევისთვის. 1963 წელს კი მარია გეპერტ-მაიერმა - ბირთვის გარსის სტრუქტურის კვლევისთვის.

ნობელის პრემია მეცნიერების სფეროში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულია. მისი ოდენობა განისაზღვრება ნობელის კომიტეტის შემოსავლებით და წელს 1 მლნ აშშ დოლარზე ცოტა ნაკლებია.

მიმდინარე კვირაში ნობელის კომიტეტი დაასახელებს ლაურეატებს ქიმიაში. ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია პარასკევს, 5 ოქტომბერს გაიმართება. 8 ოქტომბერს გამოცხადდება ლაურეატი ეკონომიკაში. ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში წელს არ გაიცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG