Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, შეუძლებელია ოლეგ სენცოვის გაცვლა რუსეთის სამ მოქალაქეზე


ოლეგ სენცოვი
ოლეგ სენცოვი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, შეუძლებელია რუსეთის კოლონიაში მოშიმშილე უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გაცვლა რუსეთის სამ მოქალაქეზე, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან პატიმრობაში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვის ასეთი წინადადება „იქნებოდა იმის კიდევ ერთი ნიშანი, რომ რუსეთი არასაკმარისი პატივისცემით ეკიდება ადამიანის უფლებებს, უკრაინის სუვერენიტეტსა და კანონის უზენაესობას“. 30 სექტემბერს „ნოვაია გაზეთა“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მოსკოვი მზადაა გაათავისუფლოს სენცოვი აშშ-ში ბოროტმოქმედებებისთვის გასამართლებული ვიქტორ ბუტისა და კონსტანტინ იაროშენკოს, ასევე წინასწარ პატიმრობაში მყოფი მარია ბუტინას გათავისუფლების სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG