Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა სავარაუდოდ თვითმკვლელის თავდასხმას


ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა სავარაუდოდ თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებაში საარჩევნო აქციაზე. ნანგარჰარის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, ატაულა ხოგიანის თქმით, თავდასხმის სამიზნე იყო ნასირ მომანდი, პარლამენტის კანდიდატი კამის ოლქიდან. ხოგიანის თქმით, დაღუპულთა და დაჭრილთაგან უმრავლესობა იყვნენ საარჩევნო მიტინგზე თავმოყრილი ხანდაზმულები. მომანდი 20 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყრის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად. თავდასხმისთვის არავის აუღია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG