Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 3 ოქტომბერს გაიმართება


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

„საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ეს ქვეყანა მიისწრაფის ნატოში გაწევრიანებისკენ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტერიალის წინა დღით გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, 3 ოქტომბერს ბრიუსელში, სწორედ თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მინისტერიალის განრიგის თანახმად, თავდაცვის მინისტრების დონეზე, სხდომა თბილისის დროით 18:15-ზე დაიწყება.

„მას (საქართველოს) შეაქვს დიდი წვლილი ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის უსაფრთხოების გარშემო. ეს პრიორიტეტული საკითხია როგორც ნატოსთვის, ასევე საქართველოსთვის“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სხდომაზე ლევან იზორია სიტყვით გამოვა და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებს.“ ალიანსის შტაბ-ბინაში ასევე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგასთან, ჯეიმს მატისთან და ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG