Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 23-ე ადგილამდე დაწინაურდა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და მასში ნიკოლოზ ბასილაშვილი 23-ე ადგილს იკავებს. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონობით 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 11 საფეხურით დაწინაურდა. ასე მაღლა მსოფლიოს ცხრილში ბასილაშვილი არასოდეს ასულა.

რეიტინგის ლიდერი კვლავ ესპანელი რაფაელ ნადალია. მეორე-მესამე ადგილებს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იკავებენ. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი კი კვლავ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროა, რომელსაც ბასილაშვილმა China Open-ის ფინალში მოუგო.

XS
SM
MD
LG