ბულგარეთის პოლიციამ დააკავა ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ბულგარეთის მთავრობის ანონიმმა წარმომადგენელმა, რომელსაც აქვს წვდომა მარინოვას მკვლელობის გამოძიებაზე. ბულგარეთის რადიოც ანონიმურ წყაროზე მითითებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეჭვმიტანილია „რუმინეთის მოქალაქე მოლდავეთის პასპორტით“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა უარი თქვა კომენტარზე ამ ცნობებთან დაკავშირებით. 30 წლის მარინოვას გვამი 6 ოქტომბერს იპოვეს ქალაქ რუსეში, მდინარე დუნაის ნაპირთან. პოლიციის ცნობით, ის სასტიკად ცემეს, გააპატიურეს და გაგუდეს. გამოძიება მუშაობს მკვლელობის ვერსიაზეც, რომელიც მარინოვას პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ყველაზე პოპულარული
1