Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი, "ბელინგკეტის" ცნობით, რუსეთის გმირია


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სამმართველოს (გრუ) თანამშრომელი, სამხედრო ექიმი ალექსანდრ მიშკინი, რომელიც ეჭვმიტანილია ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში, როგორც გაირკა, რუსეთის გმირია. ამის შესახებ ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგკეტის“ თანამშრომელმა ხრისტო გროზდევმა. მისი თქმით, მიშკინმა 2014 წელს მიიღო რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო. პრესკონფერენციაზე „ბელინგკეტმა“ ისაუბრა მიშკინის შესახებ გამოძიების დეტალებზე. ჯგუფის მონაცემებით, ის არის რუსეთში „ალექსანდრ პეტროვად“ მოხსენიებული პირი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია ადანაშაულებს გრუ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. უფრო ადრე, 26 სექტემბერს „ბელინგკეტმა“ დაასახელა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი „რუსლან ბოშიროვის“ ვინაობა - „ბელინგკეტის“ მონაცემებით, ეს არის გრუ-ს პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგა. რუსეთი უარყოფს ყველა ბრალდებას.

XS
SM
MD
LG