Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი


ვიქტორია მარინოვა
ვიქტორია მარინოვა

ბულგარული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გერმანიაში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 20-დან 30 წლამდე ასაკის ბულგარელია, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ დედასთან 7 ოქტომბერს ჩავიდა. მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ეჭვმიტანილის ბინაში აღმოაჩინეს ვიქტორია მარინოვას მობილური ტელეფონი. ოფიციალური წყაროებით ეს ცნობები ჯერ დადასტურებული არ არის.

30 წლის ვიქტორია მარინოვას გვამი 6 ოქტომბერს იპოვეს ბულგარეთის ქალაქ რუსეს პარკში, მდინარე დუნაის მახლობლად. პოლიციის ინფორმაციით, ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და დაახრჩვეს. გამოძიება დანაშულის სავარაუდო მოტივებად მიიჩნევს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას, ან პირად ცხოვრებას. მკვლელობამდე ვიქტორია მარინოვა იკვლევდა ევროკავშირის ფონდებიდან თანხების სავარაუდო მიტაცებას.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა სავარაუდო ეჭვმიტანილი, რუმინეთის მოქალაქე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG