Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა 2 დღეში 353 757 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ორ დღეში, 8 და 9 ოქტომბერს 353 757 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.

სალომე ზურაბიშვილს ფიზიკური პირების გარდა თანხა შეწირა მედია ჰოლდინგმა "ჯორჯიან თაიმსი". კომპანიის შემოწირულობამ 100 ლარი შეადგინა. 8-9 ოქტომბერს მსხვილ შემომწირველთა შორის არიან დავით ბალანჩივაძე (55 000 ლარი), ზვიად მუკუტაძე (50 000 ლარი), იოსებ მაკრახიძე (50 000 ლარი) და თენგიზ წულაია (60 000 ლარი).

5 ოქტომბრის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს უკვე ჰქონდა შემოწირულობის სახით 2 მილიონზე მეტი ლარი მიღებული, 1 ოქტომბერს კი 1 მილიონი დოლარი ქართუ ბანკისგან ისესხა.

XS
SM
MD
LG