თურქეთმა დაადასტურა დეესკალაციის ზონის დაწესება სირიის პროვინცია იდლიბში მას შემდეგ, რაც რუსეთისა და თურქეთის ლიდერები შეთანხმდნენ, საფრონტო რაიონიდან გაიყვანონ მძიმე შეიარაღება.
შეთანხმების თანახმად, 10 ოქტომბრისთვის დაჯგუფებებმა ივალდებულეს, იქიდან გაიყვანონ ტანკები, სარაკეტო სისტემები და ნაღმმტყორცნელები. დემილიტარიზებულ ზონაში უნდა დარჩნენ მხოლოდ რუსეთისა და თურქეთის პატრულები, რომლებიც გააკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას.