Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი მასპინძლობს ფრანკოფონიის სამიტს


ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტის მონაწილეები. ერევანი, 2018 წლის 11 ოქტომბერი
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტის მონაწილეები. ერევანი, 2018 წლის 11 ოქტომბერი

ერევანში გაიხსნა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტი. მასში მონაწილეობს 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია. მათ შორის 38-ს ხელმძღვანელობენ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრები, ან პრეზიდენტები. ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

სომხეთი მასპინძლობს ფრანკოფონიის სამიტს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდას. სამიტი 12 ოქტომბერს, რეზოლუციის მიღებით დასრულდება. ფრანკოფონია ფრანგულენოვანი სახელმწიფოების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებულია 58 წევრი და 26 დამკვირვებელი ქვეყანა. ორგანიზაციაში მისაღებად მთავარი კრიტერიუმია საფრანგეთთან ხანგრძლივი კულტურული ურთიერთობები. საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას 2004 წელს შეუერთდა დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით.

XS
SM
MD
LG