Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სუბიექტის ქმედება წესების დარღვევად და ძეგლის შეურაცხყოფად შეფასდა


არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციამ, „მრავალეროვანმა საქართველომ“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიას მიმართა სააგიტაციო მასალების განთავსების წესების დარღვევაზე რეაგირებისთვის. ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალქალაქის შესასვლელთან, შოთა რუსთაველის ძეგლზე დარღვევითაა გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატები. „მრავალეროვანი საქართველო“ აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია არ შედის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილების ჩამონათვალში. გარდა ამისა, “მრავალეროვან საქართველოს“ მიაჩნია, რომ ძეგლებზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა ძეგლების შეურაცხყოფა და საზოგადოების უპატივცემულობაა.

XS
SM
MD
LG