Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სოიუზის" ეკიპაჟის წევრები კაფსულიდან გამოიყვანეს


"სოიუზ 10"-ის სტარტი ბაიკონურის კოსმოდრომიდან. 2018 წლის 11 ოქტომბერი
"სოიუზ 10"-ის სტარტი ბაიკონურის კოსმოდრომიდან. 2018 წლის 11 ოქტომბერი

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის განცხადებით, მაშველებმა სპეციალური ტექნიკით კოსმოსური ხომალდის კაფსულიდან ამოიყვანეს რაკეტა „სოიუზ 10“-ის ეკიპაჟის წევრები, რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი და ნიკ ჰეიგი. ცენტრალური სამხედრო ოლქის ცნობითვე, ეკიპჟის წევრთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაშვების შემდეგ, დაახლოებით ორ წუთში, „სოიუზ 10“-ის ბორტზე ავარია მოხდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ სტარტის შემდეგ რაკეტას ავარიულად გაეთიშა მეორე საფეხურის ძრავი.

რუსული კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრები გადაარჩინეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის განცხადებით, ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად სახელმწიფო კომისია შეიქმნა.

XS
SM
MD
LG