Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე უფლებადამცველები პოლიციაში დაიბარეს


აგიტ მირზოევი, ალეკო ცქიტიშვილი, ეკა ქობესაშვილი
აგიტ მირზოევი, ალეკო ცქიტიშვილი, ეკა ქობესაშვილი

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს დილიდან შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში დაბარებული არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, იურისტი ეკა ქობესაშვილი და „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, აგიტ მირზოევი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელებმა 11 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

11 ოქტომბერს, ღამით ორი უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განაცხადეს, რომ დაინტერესდნენ დღეს პრაიმ-ტაიმში გამართულ პრესკონფერენციაზე გავრცელებული ინფორმაციის დეტალებით“.

„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს თბილისში. იგი მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.

მეტი დეტალი ამ მკვლელობის საქმეზე იხილეთ რადიო თავისუფლების სტატიაში.

XS
SM
MD
LG