Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყის აღდგენა დაიწყო


ბორჯომის ხეობაში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დამწვარი ტყე. 2008 წლის 19 აგვისტო
ბორჯომის ხეობაში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დამწვარი ტყე. 2008 წლის 19 აგვისტო

ბორჯომის ხეობაში დაიწყო 2008 წლის აგვისტოში რუსული ავიაციის დაბომბვის და 2017 წლის აგვისტოს ხანძრების შედეგად დამწვარი ტყის აღდგენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი. სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის პროფესიული კოლეჯის „ოპიზარის“ სატყეო საქმის სტუდენტებმა. ტყის აღდგენის პროცესში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრით განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარია. პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლებში უნდა აღდგეს 250 ჰექტარი. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 144 ჰექტარზე დაირგვება 400 000-მდე ნერგი. მეორე ეტაპი 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ბორჯომის ხეობის ნახანძრალ ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვამდე მოხდა კომპლექსური, მათ შორის გეოლოგიური და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა. მის შედეგებსა და საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა მოამზადეს ტყის აღდგენის პროექტი, რომლის მიზანია ხეობაში ტყის პირვანდელი ეკოსისტემის აღდგენა.

XS
SM
MD
LG