ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში დააფიქსირა სატვირთო მანქანების კოლონა, რომელიც რუსეთიდან დონბასისკენ მიემართებოდა. ერთ-ერთს სავარაუდოდ გადაჰქონდა 23 მილიმეტრიანი შეწყვილებული საზენიტო დანადგარი. "დრონიდან" გადაღებული შესაბამისი ფოტო განთავსებულია მისიის ფეისბუკის გვერდზე. ეუთოში აღნიშნავენ, რომ კოლონა ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა გრუნტიან გზაზე, სადაც არ არსებობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მითითებულ რაიონში მათ ადრეც დააფიქსირეს სატვირთო მანქანების კოლონები, კომუფლირებული შენიღბვით.
ყველაზე პოპულარული
1