Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლინდნენ ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები


ფრანკფურტის მერიის ისტორიულ საიმპერატორო დარბაზში ლიტერატურიული პრემია „საბას“ მე-16 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები 10 ნომინაციაში.

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა„დიოგენე“)

საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებულია: დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანისთის გამარჯვებულები არიან:

ეკატერინე ტეტი და იულია დეინსი, რეზო ჭეიშვილის "ცისფერი მთების" თარგმისთვის

ნომინაციაში ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, გაიმარჯვა

ტილმან შპრეკელსენმა - გერმანელი ჟურნალისტი, მწერალი, კრიტიკოსი

დალი ფანჯიკიძის სახელობის პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნინო ხარატიშვილს

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა რეზო გაბრიაძე

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოური გამომცემლობა “Mitteldeutscher Verlag

საუკეთესო პროზაული კრებული:

ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები“ (გამომცემლობა „სეზანი“)

საუკეთესო პოეტური კრებულისთვის ჯილდო გადაეცა:

ზურაბ რთველიაშვილს, კრებულისთვის „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ნომინაციაში საუკეთესო რომანი გაიმარჯვა ლაშა ბუღაძემ, რომანით „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ლიტერატურული პრემია საბა 2003 წელს დაფუძნდა. დაჯილოების წლევანდელი ცერემონია ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით განხორციელდა. „საბას“ 2018 წლის ჟიურის წევრები იყვნენ: მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მსახიობი ნინო კასრაძე და პროფესორი ზურაბ კიკნაძე​

XS
SM
MD
LG