გერმანიის ქალაქ კიოლნში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მძევალი აიყვანა რკინიგზის სადგურზე მდებარე აფთიაქში. ოპერაციის დროს ის მძიმედ დაიჭრა, ხოლო მძევალი ქალი მსუბუქად დაშავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია ოპერაციის დეტალებზე, არ ამხელენ არც თავდამსხმელის ვინაობას. ინციდენტის გამო ევაკუირებულ იქნენ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები.
გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც მძევალი ჰყავდა აყვანილი

ყველაზე პოპულარული
1