Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავა საუდის არაბეთში, ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით


ლონდონი, 2018 წლის 29 სექტემბერი: საუდელი დისიდენტი და ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი კვლევით ცენტრ "ახლო აღმოსავლეთის მონიტორის" კონფერენციაზე
ლონდონი, 2018 წლის 29 სექტემბერი: საუდელი დისიდენტი და ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი კვლევით ცენტრ "ახლო აღმოსავლეთის მონიტორის" კონფერენციაზე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ესაუბრა საუდის არაბეთის მეფეს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების შესახებ და ამ ქვეყანაში აგზავნის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მონარქთან შესახვედრად. როგორც ტრამპმა 15 ოქტომბერს ტვიტერში დაწერა, მეფე სალმანმა უარყო, რომ მისთვის რამეა ცნობილი ხაშოგის გაუჩინარების თაობაზე. ხაშოგის კვალი დაიკარგა თითქმის ორი კვირის წინ - მას შემდეგ, რაც ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში წავიდა. თურქი ოფიციალური პირების თქმით, ისინი შიშობენ, რომ ჟურნალისტი 2 ოქტომბერს საკონსულოში მოკლეს. საუდის არაბეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. მან 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ დაუწესებენ სანქციებს ხაშოგის გაუჩინარების გამო. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ საუდის არაბეთს „მკაცრი სასჯელი“ მოელის, თუ მისი ხელი ურევია ხაშოგის გაუჩინარებასა და სავარაუდო მკვლელობაში. ჟურნალისტი წერდა კრიტიკულ წერილებს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეზე, პრინც მოჰამედ ბინ სალმანზე.

XS
SM
MD
LG