Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები გადაღებეს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშიც


დაზიანებული პლაკატები გარდაბანში
დაზიანებული პლაკატები გარდაბანში

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები 16 ოქტომბერს, რუსთავის მსგავსად, წითელი საღებავით გადაღებეს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშიც.

„მარნეულში, საარჩევნო შტაბებზე გაკრულ პლაკატებს, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩვენი კანდიდატის პლაკატებს წითელი საღებავით მიაწერეს „КГБ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აგილ მუსტაფაევმა, გრიგოლ ვაშაძის მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

„დღეს დილით მისულებს საარჩევნო შტაბის ოფისზე გაკრული ვაშაძის დიდი პლაკატები შეღებილი დაგვხვდა“, - თქვა აკიფ მუსტაფაევმა, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გარდაბნის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

ალექსანდრე ბერიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის ერთ-ერთი საარჩევნო შტაბის უფროსმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 16 ოქტომბერს რუსთავის ოთხივე საარჩევნო შტაბზე გაკრული მათი კანდიდატის „პლაკატები შებღალეს წითელი საღებავებით". „КГБ“ აწერია ქალაქში განთავსებულ სტენდებსა და განათების ბოძებზე გაკრულ პლაკატებზეც.

დაზიანებული პლაკატი რუსთავში
დაზიანებული პლაკატი რუსთავში

„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ გამოყენებულია ტექნიკური საშუალებები - კიბე, შტამპები. სავარაუდოდ, თითოეულ ოფისზე ნამუშევარია 20-25 წუთი, რადგან პლაკატები შედარებით მაღლაა გაკრული, სამართალდამცველებისგან ვითხოვთ რეაგირებას“, - თქვა ალექსანდრე ბერიძემ. მისივე თქმით, მაგალითად, შარტავას მოედანთან არსებულ საარჩევნო შტაბის გვერდით არის ლომბარდი, რომლის სათვალთვალო კამერის არეალში მოქცეულია მთელი მოედანი. ბერიძის ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ ორგანიზებული „ვანდალური“ აქტიჩაიდინეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მაგალითად, კახეთში.

რუსთავში, შარტავას მოედანზე განთავსებულ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში უკვე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ალექსანდრე ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციამ ფაქტი დააფიქსირა და გამოძიებაც დაიწყო.

XS
SM
MD
LG