Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2.68 - ლარი კიდევ გაუფასურდა


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6855 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6855 ლარი შეადგინა. დღეს ლარის კურსი იყო 2.6664 ლარი, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა.

ლარის კურსის ცვლილებას გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია, რომელმაც განაცხადა, რომ „ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არისლარის კურსის რყევის საფუძველი“. მისივე შეფასებით, კურსის ვარდნა „მოლოდინებს უკავშირდება“: „სამწუხაროდ, ლარს ასეთი რყევები ახასიათებს. ჩვენი საპასუხო სტრატეგია დოლარიზაციის შემცირებაა. ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. შესაბამისად, დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება“, - განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

XS
SM
MD
LG