Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ჭელიძის ადვოკატებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს


„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის გიორგი ჭელიძის წინასასამართლო სხდომა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე მათ დააყენეს შუამდგომლობა პროკურორისა და მოსამართლის აცილების მოთხოვნით, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის მოტივით გიორგი ჭელიძის 15-მდე ადვოკატიდან ორი 200 ლარით, ხოლო მესამე - 100 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ სხდომა დახურა.

გიორგი ჭელიძის თქმით, პროკურორები მას კომუნიკაციის უფლებას უკანონოდ უზღუდავენ. მან სასამართლო სხდომის მსვლელობისას აღნიშნა, რომ პატიმრობაში ყოფნიდან 21 დღის შემდეგ, მას სურდა დედასთან სატელეფონო ზარის განხორციელება, რის უფლებასაც მას კანონი აძლევდა, თუმცა პროკურორების მოთხოვნის საფუძველზე, მას ზარის განხორციელების უფლება შეეზღუდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილნი არიან გიორგი ჭელიძის მომხრეები. მათ გაშლილი აქვთ პლაკატები წარწერებით „გიორგი ჭელიძე გმირია“, „დიდება საქართველოს“.

"საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე შსს-მ ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 31 აგვისტოს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG