Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარე უარყოფს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას


თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილება საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად შეიყვანოს გრიგოლ ვაშაძე, კანონთან შესაბამისი იყო.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავიდან, როდესაც კანდიდატები დაარეგისტრირა როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში, თავისი თავი დაარეგისტრირა, როგორც სუბიექტი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“ შემდგომში თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით მათ მომმართეს და ჩემი განკარგულებით, თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც თერჯოლასა და სამტრედიაში ტარდება, მათ ახლა აქვთ სახელი გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია.“ მათ ასევე მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაში, ეს მომართვა ეხებოდა ცესკოს კომისიურ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ. მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს. ჟვანიას განმარტებით, ეს იყო კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში სახელი შეიცვალოს.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ცესკო დაადანაშაულა უკანონობასა და „ქართული ოცნების“ დავალების შესრულებაში მას შემდეგ, რაც კომისიის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კენჭს იყრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და არა „ძალა ერთობაშია“-ს სახელით.

XS
SM
MD
LG