ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 23-კაციანი დელეგაცია საქართველოს 26-29 ოქტომბერს ეწვევა და საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. არჩევნების პროცესს ისინი მონიტორინგს გაუწევენ ეუთოს საპარლამეტი ასამბლეის, ევროპის პარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად.
დელეგაციის წევრები 28 ოქტომბრის არჩევნებამდე შეხვდებიან საპრეზიდენტო კანდიდატებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ასევე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ერთობლივი პრესკონფერენცია მედიისათვის 29 ოქტომბერს გაიმართება.