რუსეთის პრეზიდენტთან კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დააზუსტებს, თუ რა ფორმატით გაიმართება ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 11 ნოემბერს პარიზში. მანამდე ინფორმაცია ორი ლიდერის შესაძლო შეხვედრის შესახებ კრემლმა გაავრცელა. ხოლო ვლადიმირ პუტინმა მისალმებისთანავე უთხრა ბოლტონს, რომ სურს იმ დიალოგის გაგრძელება დონალდ ტრამპთან, რომელიც ივლისში ჰელსინკის სამიტზე დაიწყო. პუტინმა ორი ლიდერის შესაძლო შეხვედრის ადგილად დაასახელა პარიზი, სადაც 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100-ე წლისთავი აღინიშნება.
ყველაზე პოპულარული
1