Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლტონი: აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას


ბაქო, 24 ოქტომბერი: თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს
ბაქო, 24 ოქტომბერი: თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ბოლტონმა 24 ოქტომბერს უთხრა ჟურნალისტებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს საუბარი შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვთან მისი შეხვედრების დროს. ბოლტონმა აღნიშნა ასევე, რომ ამ საკითხს განიხილავს სომხეთშიც, სადაც 25 ოქტომბერს ჩავა. 1988-1994 წლების ომის შემდეგ მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ. მათ მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია. კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ძალისხმევა, რომელშიც „მინსკის ჯგუფიც“ მონაწილეობს, ჯერ-ჯერობით წარუმატებლად გრძელდება. ამ ჯგუფში შეერთებული შტატებიც შედის. ბოლტონი 24 ოქტომბერს ჩავიდა ბაქოში მოსკოვიდან, სადაც ორი დღე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოფიციალურ პირებთან. ბაქოდან ის სომხეთში ჩავა, რასაც საქართველოში ვიზიტი მოჰყვება.

XS
SM
MD
LG