Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ტელეკომპანიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას 26 ოქტომბერს, 11 საათზე გამართავს. იგი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრა NEWS”-ის, “კავკასიისა” და “იბერია TV”-ის შეკითხვებს უპასუხებს. შეხვედრაზე მიწვეულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ც.

„ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედიასტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ შეფასდა, როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა. სწორედ ამიტომ პარტიის თავმჯდომარე „რუსთავი 2“-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისმიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება“, - აღნიშნულია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის. შეხვედრა „ტექნო პარკში“ გაიმართება.

XS
SM
MD
LG