საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიისას განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავლენიანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები და საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი.
ანგარიშში ამ უკანასკნელზე, კერძოდ, ნათქვამია, რომ წინა არჩევნების მსგავსად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესმა კითხვები გააჩინა პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით, რამდენიმე შემთხვევაში კი წინასწარ გავრცელდა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც კომისიებში უნდა დანიშნულიყვნენ . „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ ეს პროგნოზები მოგვიანებით მეტწილად დადასტურდა კიდეც.
და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავლენიანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები.