Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: „წადით არჩევნებზე, რათა უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი მომავალი“


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, დიდი შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამაზე აღარ უსაუბრია. მისი გამოსვლის ძირითადი გზავნილი 28 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლის მოწოდება იყო. „არ გეგონოთ, რომ 28 ოქტომბერს ირჩევთ კონკრეტულ კანდიდატს, თქვენ ირჩევთ ხვალინდელ დღეს. ირჩევთ როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ, რადგან არჩევნები არის რეფერენდუმი მომავალზე. წადით არჩევნებზე, რათა ხელისუფლებამ არ მიითვისოს თქვენი ხმა. როცა ამბობთ, რომ ცხოვრობთ ცუდად, არ გაქვთ ღირსეული პენსია, მოგიხსნეს სოციალური დახმარება, გასაჭირისას არავინ დაგიდგათ გვერდით და ფიქრობთ, რომ თქვენი არჩევნებზე არწასვლით არაფერი შეიცვლება, სწორედ ამიტომ უნდა წახვიდეთ, რათა შეცვალოთ თქვენი მომავალი, შეცვალოთ მთავრობა და პასუხი აგებინოთ არსებული მდგომარეობის გამო“, თქვა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძემ გამოსვლისას ილაპარაკა ასევე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, მზარდ მიგრაციასა და უმუშევრობაზე. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობა გააღატაკა, ამის აღიარება კი არ სურთ. ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატით მთავრობას სურს გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, რაც კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას. ერთადერთი ძალა კი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია, არის „ევროპული საქართველო“.

XS
SM
MD
LG