Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიელმა მომღერალმა ქალმა ისლამი მიიღო


ირლანდიელმა მომღერალმა, შინეიდ ოკონორმა ისლამი მიიღო და სახელი შეიცვალა. ამიერიდან მას შუჰადა დავითი ჰქვია. ამის თაობაზე მომღერალმა ცნობა ტვიტერით გაავრცელა. „სიამაყით ვაცხადებ, რომ მაჰმადიანი გავხდი. ეს ყველა ცნობიერი თეოლოგიური ძიების ბუნებრივი შედეგია. სხვა წმინდა წერილები უკვე საჭირო აღარ ხდება, წერს მომღერალი. შუჰადა დავითმა გამოაქვეყნა თავისი ფოტო, რომელზეც მომღერალი ჩანს მაჰმადიანურად შემოსილი. 1992 წელს მომღერალმა პირდაპირ ეთერში დახია რომის პაპის, იოანე პავლე მეორის პორტრეტი და გამოვიდა კათოლიკური ეკლესიის წიაღში პედოფილიის გამო არსებული სკანდალების წინააღმდეგ. ამას მოჰყვა მძაფრი სკანდალი.

XS
SM
MD
LG