Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი საუდის არაბეთს მოუწოდებს, გაამჟღავნოს მოკლული ჟურნალისტის გვამის ადგილსამყოფელი


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მოუწოდა საუდის არაბეთს, გაამჟღავნოს მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოღჯის გვამის ადგილსამყოფელი. ერდოანის თქმით, რიადმა უნდა გაამჟღავნოს იმ „ადგილობრივი თანამოსაქმის“ ვინაობა, ვისაც,სავარაუდოდ, ხაშოღჯის გვამი გადასცეს საუდის არაბეთის აგენტებმა მას მერე, რაც „ვაშინგტონ პოსტის“ მესვეტე სტამბოლში, საკონსულოშიმოკლეს 2 ოქტომბერს. თავისი პარტიის რეგიონულ წევრებთან საუბრისას, 26 ოქტომბერს, ერდოანმა თქვა, რომ თურქეთს აქვს სხვა „ინფორმაცია და მტკიცებულება“ ხაშოღჯის მკვლელობის შესახებ საუდის არაბეთის საკონსულოში. ერდოანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის საჯარო პროკურორი სტამბოლის პროკურორს შეხვდება 28 ოქტომბერს სტამბოლში. საუდის არაბეთის საჯარო პროკურორმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხაშოღჯის მკვლელობა იყო წინასწარ განზრახული, რაც საუდის არაბეთის სააგენტოს, „სპას“ თანახმად,მან თქვა საუდის არაბეთის სამეფოსა და თურქეთის რესპუბლიკის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის გზით თურქული მხარისაგან მიღებული ცნობის საფუძველზე. ხაშოღჯის უფროსი ვაჟი აშშ-ში ჩავიდა მას მერე, რაც საუდის არაბეთის მთავრობამ მას ქვეყნის დატოვებისაკრძალვა გააუქმა. სალეჰ ბინ ჯამმალ ხაშოღჯი აშშ-ში 25 ოქტომბერს ჩავიდა, აუწყა „სი-ენ-ენს“ ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.რამდენიმე დღით ადრე ამერიკაში გამგზავრებამდე, გავრცელდა ფოტო, სადაც სალეჰ ყაშოღჯი ხელს ართმევს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, საუდის არაბეთის ფაქტიურ მმართველს, რომელმაც აღიარა, რომ მამამისი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს 2 ოქტომბერს.პრინცის მიმართ გაისმა კრიტიკა მთელ მსოფლიოში, ბევრი ოფიციალური პირი თვლის, რომ მან იცოდა ხაშოღჯის მკვლელობის ამბავი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის აგენტების მიერ და ზოგიერთი აზრით, შეიძლება მისი დაკვეთითაც.

XS
SM
MD
LG