Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში რჩება


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ დაუდასტურა.

სარალიძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით მისი დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მოხდა, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ნესტან ლონდარიძე ადასტურებს, რომ შეხვედრებს გეგმავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების დასაცავად, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გააკეთებს განცხადება.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის სიმშვიდეა. ზაზა სარალიძის მხარდამჭერები აქციის განახლებას დღეს, საღამოს 7 საათიდან გეგმავენ.

XS
SM
MD
LG